სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. სტრასბურგის ცენტრში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრასბურგში მყოფ პირებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დარჩენისკენ მოუწოდებენ. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელიც გამოქვეყნებულია საკონსულოს ვებ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.