სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება. სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან დიდი მოვლენაა და საამაყოა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის ვარსკვლავის გახსნა.