სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ყველა შემთხვევაში მისაღები იქნებოდა, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა რუსტავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
უმრავლესობაში აღნიშნავენ რომ ამ განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო თავისუფალია. შეგახსენებთ სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.