ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის" რუსეთს თავშესაფრის მაძიებელი ოთხი მოქალაქისთვის 81,000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების უფლება, რომლებიც მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თვეების განმავლობაში არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ. ერაყის, პალესტინი, სირიისა და სომალის მოქალაქეებმა შერემეტიოვოს აეროპორტში თავშესაფრის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინში 22 თვე გაატარეს. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ მოქალაქეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამორთმეული ჰქონდათ თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ.