ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 21 იანვარს განაჩენს გამოიტანს.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად საქმეზე მოსმენა სტრასბურგის დროით დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით 14:00 საათზე გაიმართება.
საჩივარი საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებითაა შეტანილი. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ - რუსეთის არმიის, ან /და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე - დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის 8 მუხლი.
მათივე ინფორმაციით, საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანეს. 2016 წლის ივნისში სასამართლომ სტრასბურგში გამართულ სხდომებზე მოწმეებისა და ექსპერტებისგან მტკიცებულებები მიიღო, მოსმენა კი 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.