ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებენ. კოალიციის წევრები სამთავრობო კომისიის 26 აგვისტოს სხდომაში მუშაობას არ მიიღებენ.სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი. სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა. სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან 26 აგვისტოს სპეციალურ სხდომაზე ხუთ კანდიდატს შეარჩევენ. საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს, ვინაიდან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.