საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს. ამ განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი აკეთებს. იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს რომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ყოვლისმომცველი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და საქართველო წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.ამასთანჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს რომ 2018 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური იყო, რისი ნათელი დადასტურებაა, ივლისის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან უმაღლეს დონეზე და ერთობლივი განცხადების მიღება.