სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა და სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. ადგილობრივი რადიო 3 დაღუპულის შესახებ იუწყება, უცნობია დაშავებულების რაოდენობის შესახებ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს. ირგვლი მდებარე დაწესებულებებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.