სტოკჰოლმში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. შვედეთის დედაქალაქში, ყველა სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს. ბოლო მონაცემებით ტერაქტს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15-მდე კი დაშავდა. ტერორისტი გატაცებული სატვირთო მანქანით ხალხმრავალ ქუჩაზე შევარდა და სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა. მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ განაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ დაკავებული მამაკაცი ტერორისტი არ არის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა შემთხვევა ტერორისტულ აქტად შეაფასა. ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.