2016 წელს იაპონიაში ორი ძლიერი მიწისძვრის, ჩინეთში გამანადგურებელი წყალდიდობებისა და ჰაიტიში დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა გლობალურმა ზარალმა 175 მილიარდ დოლარს მიაღწია. "სიენენის" ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში გასულ წელს სტიქიით გამოწვეული გლობალური ხარჯები ყველაზე მაღალი იყო. სადაზღვევო კომპანიების ინფორმაციით, 2016 წელს სტიქიური უბედურებების შედეგად 8 700 ადამიანი გარდაიცვალა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 25 400 ადამიანს შეადგენდა.