პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება.
ამ თანხებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე, ასევე საფეხმავლო და საავტომობილო ბაგირებზე და ა.შ.