ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა, რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოთშიც. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. მძიმე ტექნიკის საშუალებით გზების გაწმენდვა მალევე მოხერხდა, არსებულ პრობლემურ მონაკვეტებზე მოძრაობა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია საგანგებო შტაბი.