20:40
26 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სტიქიამ ხარაგაულში ისევ პრობლემები შექმნა
13-06-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქია განმეორდა. ძლიერმა წვიმამ ამჯერად სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მერიის ინფორმაციით, პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შლამით დაიფარა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან. სტიქიამ დააზიანა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.
ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შესაბამისმა კომისიამ დილიდან ზარალის დათვლა, ტექნიკამ კი ზვარეში გზების აღდგენის მიზნით მუშაობა დაიწყო.

შეგახსენებთ, ხარაგულში სტიქია 7 ივნისსაც იყო, რამაც მუნიციპალიტეტი სამი მილიონით დააზარალა.

AutoPlay
"ივანიშვილი ძალიან მალე გამოფხიზლდება ვირის აბანოში" - კობა ხაბაზის სიტყვა აქციაზე
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
"თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, აქვს ბატონ ივანიშვილს" - მანდატის შეჩერების შემდეგ ნიკა მელიას პირველი კომენტარი
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
შეუჩერდა თუ არა იმუნიტეტი ნიკა მელიას? ხმისმიცემა დასრულებულია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრეზიდენტმა, 20-21 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ექიმები დააჯილდოვა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უმრავლესობის დეპუტატები ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს ეხმაურებიან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას განიხილავს - სხდომას თავად მელიას გარდა არც ერთი ოპოზიციის წევრ არ ესწრება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები