გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი დაიტბორა, რის შედეგად გზაზე გადაადგილება შეუძლებელია. ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთში წყალმა მოსახლეობის ეზოები და სახლის სარდაფები დატბორა. კოკისპირული წვიმების შედეგად სოფელ ჟონეთში სკოლაც დაიტბორა.გორის რაიონის სოფელ ზემო სობისის მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. გორში ათამდე ოჯახს ძლიერი ქარის გამო სახურავები დაუზიანდათ, ახლა კი გადაუღებელი წვიმის გამო, სახლში წყალი ჩასდით.სახლის გადახურვას სვენეთის მკვიდრი ნოდარ გოდელაშვილის მრავალშვილიანი ოჯახიც დიდი ხანია, ელოდება.
იხილეთ:
სეტყვა, ქარი, წვიმა და ელჭექი - როდემდე გასტანს არამდგრადი ამინდი საქართველოში?
20 წუთიანი სეტყვა გორში - კადრები და ადგილობრივების კომენტარები