სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.სტიქიის შედეგად განადგურდა სასოფლო სამეურნეო ნათესები და ნარგავები. დაიხოცა შინაური ფრინველი.სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში.წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები.მძიმე მდომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც სანიაღვრე არხებში წყალი დაგუბდა, რამაც სახლების სარდაფები დატბორა. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.