გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი დაიტბორა, რის შედეგად გზაზე გადაადგილება შეუძლებელია. ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. გარდა ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთში წყალმა მოსახლეობის ეზოები და სახლის სარდაფები დატბორა. კოკისპირული წვიმების შედეგად სოფელ ჟონეთში სკოლაც დაიტბორა.
იხილეთ:
სტიქია რეგიონებში: რა პრობლემები შექმნა გადაუღებელმა წვიმებმა და სეტყვამ საქართველოში?