გურიასა და იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 300-მდე შეტყობინება შევიდა. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული დახმარება გაუწიეს ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები.უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფებიც. მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.