ქობულეთში სოფელ ზედა ლეღჯას შიდა სასოფლო გზაზე განვითარებული მეწყერის გამო შანიძეების ოჯახი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. მიწის მასა საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა, რის გამოც წვიმის დროს 11 წევრისგან შემდგარ ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება უწევს. მეწყერის შედეგად დაზიანდა გზის ნახევარიც რომლითაც 40 მდე ოჯახი სარგებლობს .ადგილობრივების მოთხოვნაა ტერიტორიის გამაგრება და სანიაღვრე არხების გაყვანა.