სტიქია აჭარაში - ქედაში 15 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. პარალიზებულია სოფლები - გეგელიძეები, ჯალაბაშვილები და დოხოძეები. ამის მიზეზი საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყერი გახდა. გაწმენდით სამუშაოებს ხელს უამინდობა უშლის. მეწყერია ჩამოწოლილი ათ საცხოვრებელ სახლთან და დაზარალებულები მეზობელთან აფარებენ თავს. ქედის გამგეობის ინფორმაციით, ოჯახებს დახმარებას გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად გაუწევენ მანამდე კი სურვილის შემთხვევაში ქირით გაიყვანენ. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს. გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი.