სტაჟირების ინსტიტუტი შესაძლოა, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და სტაჟირების გავლა სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე წარადგინა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სტაჟიორად ყოფნის პერიოდი დაკარგულია და ადამიანის მიერ გავლილი სტაჟირება არავის აინტერესებს.როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილების შედეგად, სტაჟირების ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, სხვა დასაქმებულების მსგავსად, დაცული იქნება.