სტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცილებად ჩაითვალოს - აღნიშნულს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს, რომლის ავტორიც არის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის". კანონპროექტის თანახმად, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხებიც დგინდება.ამასთან, ცვლილებების შედეგად, კანონში განისაზღვრება სტაჟირების ზოგადი ცნება და მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები, კერძოდ დგინდება, სტაჟირების ვადა და მისი გავლის წესი, რომელსაც უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტული სახელმწიფო ორგანო ან კონკრეტული დაწესებულება.