სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს - Palitra News

სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

2021-01-27 14:56:37+04:00

სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი სწავლის გადასახადის შემცირებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, რადგან პანდეემის დროს ლექციები ონლაინ რეჟიმში ტარდება და უნივერსიტეტებს მაღალი ხარჯის გაწევა არ უწევთ, შესაბამისად, მათი სწავლის საფასურიც უნდა შემცირდეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ 75 000 სტუდენტს პანდემიის დროს შეჩერებული სტატუსი აღუდგეს.