2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 187 ლარი და 20 თეთრი იყო.2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 17 ლარითა და 80 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში ეს მონაცემი 171 ლარსა და 40 თეთრს შეადგენდა.საქსტატის მონაცემებით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, 3 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 317 ლარი და 30 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის აგვისტოს მონაცემთან შედარებით, 29 ლარითა და 70 თეთრით არის გაზრდილი.