სოციალური ქსელი Facebook-ი აპირებს შეიძინოს სტარტაპი CTRL-Labs-ი. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც ადამიანებს კომპიუტერის მართვას გონების საშუალებით შეაძლებინებს. ამ სტარტაპის შესაძენად კი მარკ ცუკერბერგის კომპანია მზადაა 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე გადაიხადოს.CTRL-Labs-ის ნამუშევრებს შორისაა სამაჯური, რომლის დახმარებითაც ადამიანს შეუძლია კომპიუტერზე კლავიატურის დახმარების გარეშე ბეჭდოს. გაჯეტი ითვლის იმ სიგნალებს, რომელიც მოდის ტვინიდან ხელში და ტექსტის ასაკრეფად საკმარისია მაგიდაზე დაკაკუნება.ამასთან, CTRL-Labs-ი საკმაოდ პოპულარული სტარტაპია პროგრესულ კომპანიებს შორის. მასში უკვე ჯამურად 67 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო. ინვესტორებს შორის კი არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google და Amazon ის კუთვნილი ერთ-ერთი ფონდი.