საქართველოში Starbucks-ის(სთარბაქსი) ბრენდი შემოდის. ბრენდის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია Shaya Turkey (შაია თოქი) მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.Shaya Turkey-ი საქართველოში Starbucks-ის ადგილობრივ მენეჯერს ეძებს. ამ პოზიციაზე ვაკანსია უკვე გამოცხადებულია. განცხადების მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა 11 ივლისამდე შეუძლიათ. საქართველოში Starbucks-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ამ დრომდე კომპანია საქართველოში ოპერირების დაწყებისგან თავს იკავებდა.