სტარბაქსის ყოფილი აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარ შულცმა შესაძლოა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი. როგორც სიენენთან საუბრისას შულცის მრჩევლებთან დაახლოებული პირი აცხადებს, სტარბაქსის ყოფილმა ხელმძღვანელმა შესაძლოა კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყაროს. "შულცი ღრმად ფიქრობს მის მომავალზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება იგი ყველაზე კარგად ემსახუროს ქვეყანას", - განუცხადა სიენენს წყარომ. შეგახსენებთ, ჰოვარდ შულცმა სტარბაქსის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გასულ წელს დატოვა.