76 წლის ბრიტანელი მსახიობი, ენდრიუ ჯეკი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა.
მისი აგენტის განცხადებით, მსახიობის ცოლი ავსტრალიაში ასევე კარანტინში იმყოფება და სიცოცხლის ბოლო დღეებში მისი ნახვის შესაძლებლობა არ მიეცა.
ენდრიუ ჯეკს მაყურებლები ფილმებში Star Wars: The Force Awakens და Star Wars: The Last Jedi შესრულებული როლებით იცნობენ, თუმცა კინოსამყაროში ის უფრო ცნობილი იყო, როგორც მსახიობების სამეტყველო ენის ინსტრუქტორი.