თურქეთის ქალაქ სტამბოლში რვასართულინი შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველები შიშობენ, რომ ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. შენობა, რომელიც ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი იყო. მასში 14 ბინა იყო განთავსებული და 43 ადამიანი ცხოვრობდა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი. თუმცა, როგორც სტამბოლის გუბერნატორი აცხადებს, ბოლო სამი სართული შენობაზე უკანონოდ იყო დაშენებული.