თურქეთის ქალაქ სტამბოლის ევროპულ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად ბაზრის ტერიტორია დაიტბორა. წვიმა სტამბოლში 17 აგვისტოს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ნალექსი გამო სტამბოლის დასავლეთ ნაწილში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული იყო.
თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიას ერთ ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც წყალში დაიხრჩო. მაშველები მოსახლეობის სახიფათო ზონიდან გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
წყლის უხვმა ნაკადმა მთლიანად გაანადგურა სტამბოლის ბაზარში არსებული ათობით მაღაზია.