თურქეთის ქალაქ სტამბოლში ათასობით სირიელ მიგრანტს ერთი დღე აქვს იმისათვის, რომ დატოვონ ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ემუქრებათ.
თურქეთის მთავრობამ გააფრთხილა დაურეგისტრირებელი მიგრანტები დაუბრუნდნენ იმ პროვინციებს, სადაც ისინი თავდაპირველად დარეგისტრირდნენ.
სტამბოლში ნახევარ მილიონამდე დაურეგისტრირებელი მიგრანტი ცხოვრობს, ისინი სტამბოლში თურქეთის იმ ქალაქებიდან ჩავიდნენ, სადაც მათ თავდაპირველად გაიარეს რეგისტრაცია. გასულ თვეს სტამბოლის მთავრობამ ისინი გააფრთხილა რომ ქალაქში ყოფნის შესაძლებლობა მხოლოდ სტამბოლში დარეგისტრირებულებს აქვთ. ამ მიზეზით პოლიცია ავტობუსებზე, მატარებლებლის სადგურებზე შემოწმებებს ატარებს. მიგრანტებს მოუწოდებენ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სირიელ ლტოლვილთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ სირიის ქალაქ იდლიბში ემუქრებათ დეპორტაცია, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.