14:32
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სტამბოლის ტრაგიკული ღამის ქრონიკა - რა ხდებოდა თურქეთში გადატრიალების მცდელობისას
16-07-2016
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში - სიტუაციას ამჟამად ქვეყანაში კვლავ მთავრობა აკონტროლებს. სამხედრო გადატრიალებისას მომხდარი დაპირისპირებებისას საერთო ჯამში 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 პოლიციაელია. დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს. განგაში სტამბულში შუაღამისას დაიწყო და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. სტამბულსა და ანკარაში სამხედრო ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. სამხედროებმა ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები. დაიხურა ქვეყნის აეროპორტებიც.

ქვეყანაში ოფიციალურად გამოცხადდა კომენდანტის საათი. გენერალური შტაბი ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ იუწყებოდა. სამხდრეო გადატრიალების ორგანიზატორები აცხადებდნენ რომ მათი მიზანი იყო ქვეყანისთვის მმაღთველი მთავრობისა და პრეზიდენტ ერდოღანის ჩამოაშორება. მოგვიანებით სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიის საშუალებით მიმართა და მათ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. დაპირისპირებამ ამბოხებულებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის მთელ ღამეს გასტანა. გამთენიისას კი ამბოხებულმა ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს. სამხედრო გადატრიალების მცდელობამ თურქეთში კრახი განიცადა.

ყველა ვიდეო თეგზე #სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ნახეთ ინგლისურად: Military coup attempt in Turkey: “It was a nightmare”

AutoPlay
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
არასდროს ვყოფილვარ, არ ვარ და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას - ვასილ სოფრომაძე
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
მექსიკაში კრიმინალისტებმა ჭაბურღილში დამარხული ადამიანების იდენტიფიცირება შეძლეს
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები