სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დამუშავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახალხო- რესპუბლიკური პარტიის წევრმა ეკრემ იმამოღლუმ ხმათა 53,9% მიიღო. ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა ბინალი ილდირიმმა არჩევენებში ხმათა 45,2 %-ის მოგროვება შეძლო. მან თავისი დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა. იმამოღლუმ თავისი წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
სტამბოლის მერის არჩევნები პირველად მარტში ჩატარდა, გამარჯვება მაშინაც ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგები გააუქმეს.