"ათათურქის" აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში საოპერაციო სისტემის სრულად გადასვლა 3 მარტს დასრულდება. ამის შესახებ თურქეთის აეროპორტების სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი განცხადებით, "ათათურქში" მხოლოდ სპეციალური და სატვირთო რეისები განხორციელდება. ამასთან, როგორც საექსპოზიციო აეროპორტი ისე შენარჩუნდება.
სტამბოლის ახალი აეროპორტის პირველი ნაწილი 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მშენებლობის მეორე ფაზის დასრულება კი 2023 წლისთვის იგეგმება. შედეგად აეროპორტი წლიურად 200 მილიონამდე პოტენციურ მგზავრს მოემსახურება. ცნობისთვის, აეროპორტი ფრენებს 350 მიმართულებით განახორციელებს.