10:02
21 ნოემბერი, 2017, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
სტაფილოს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება გამოავლინეს
15-07-2017

არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს სტაფილოს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება. სტაფილოს წვენის რეგულარული მიღებით შესაძლებელია სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება და უკვე არსებული სიმსივნის განვითარების შეფერხება. სტაფილოს წვენის ეფექტი მეცნიერებმა შეამოწმეს ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების ჯგუფზე.

სამი კვირის განმავლობაში, მოხალისეები ყოველდღიურად სვამდნენ 1 ჭიქა სტაფილოს წვენს. ექსპერიმენტის შემდეგ გამოვლინდა, რომ სტაფილოში არსებული კაროტინოიდები, სისხლში მოხვედრისას აფერხებდნენ კიბოს უჯრედების დაყოფის პროცესს. კაროტინოიდები საკვანძო ელემენტია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს სტაფილოს სასარგებლო თვისებებს.

სტაფილო ასევე დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, მხედველობაზე და ასტიმულირებს А ვიტამინის სინთეზსს. სტაფილოს ახლად გამოწურული წვენის მიღებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ნაწლავში კაროტინოიდების ათვისება.

ზოგადად 1 ჭიქა სტაფილოს წვენის რეგულარული მიღება აქვეითებს ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტისა და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკს. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, რადგანაც ჯანმრთელობისთვის მავნებელი შეიძლება არმოჩნდეს.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები