“თელასის” ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად "თელასში" სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებენ. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ვახტანგ ქინქლაძემ „თელასში“ მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს კი ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა."თელასი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას და გაყიდვას. კომპანია საქართველოს დედაქალაქს და 606 ათას 200 აბონენტზე მეტს ემსახურება.