სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე ირაკლი სესიაშვილის სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით კანონში ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით უნდა იყოს თანაბარი მიდგომა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. ადამ შანთაძის განცხადებით სხვა საკითხია, სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება, თუ არა ის თვლის რომ ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. შანთაძის თქმით მას შეხვედრა ჰქონდა ირაკლი სესიაშვილთან და ამ უკანასკნელმა მზაობა გამოთქვა საკითხთან დაკავშირებით შემდგომი მსჯელობისა და კონსულტაციებისთვის.