ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საგანგებო ბრიფინგზე ეხმაურება "ქართული ოცნების" ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა ენმ-ს ეკისრება. ხატია დეკანოიძემ ამ ბრალდების გამხმიანებლებს "კობახიძის ადიუტანტები", ხოლო "ოცნებას" ფსკერი უწოდა. ენმ-ის ლიდერის თქმით, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, როხცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლება. შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი დილით, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. 48 წლის გობეჯიშვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. ის კომისიის თავმჯდომარედ 2006 წლიდან მუშაობდა.