მერიასთან რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია. საუბარია, იოსებიძის, ბულაჩაურის, შარტავას ქუჩებზე. როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, მოძრაობის გადატვირთვის მიზეზი საბურთალოს ქუჩის გადაკეტვა გახდა. მათივე ცნობით, აღნიშნული ქუჩა ხვალ, დილის 6 საათზე გაიხსნება. ამასთან, როგორც მერიაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ქუჩებში საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. საბურთალოს ქუჩის გადაკეტვის გამო სოციალურ ქსელში მოხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს: "მერიასთან სრული კატასტროფა ხდება! საბურთალოს ქუჩისკენ არ უშვებენ მანქანებს, ბულაჩაურის ქუჩაზე წავიდა იქ სრული კატასტროფაა! ჩაუყვა "მარშუტკა"იოსებიძეზე იქიდან ისევ არ უშვებენ პეკინის მიმართულებით. ლამის იტირა მძღოლმა, სად წასულიყო აღარ იცოდა".
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"
ვიდეო: ლიკა ამირაშვილი