ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არაოფიციალური ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა. დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა. დანაშაულის ადგილზე ამ დრომდე სამართალთალდამცველები არიან მობილიზებულები.
იხილეთ: ექიმის კომენტარი ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობის შესახებ