დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთი პირი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა.
თვითმხილველების განცხადებით, დაკავებული პირი საზამთროს გამყიდველია. მათივე თქმით, მამაკაცმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საზამთროს გამყიდველმა თავდაცვის მიზნით დანა მოიქნია და მამაკაცი დაჭრა.