დაკავებებამდე კი, გაჩიანის სასაფლაოზე სროლასა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.საქმე ეხება სავარაუდოდ ნარკორეალიზატორებსა და მყიდველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც სამი პირი დაიჭრა. მათი დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული , პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით კი 2. გაჩიანელები თანასოფლელების გათავისუფლებას მოითხოვენ და ამ მოთხოვნით გზაც კი გადაკეტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნარკოტიკის გაყიდვასა და სროლასთან დაკავებულებს კავშირი არ აქვთ, ამიტომ სამართალდამცველებმა ისინი უნდა გაათავისუფლოს. მათ განმარტებით, დაკავებულები არაფერ შუაში არ არიან, რადგან ისინი სასაფლაოს ნარკორეალიზატორებისგან დაცვას ცდილობდნენ.