თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე ბრაკონიერებსა და რეინჯერებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად დაწრილი პირი მდგომარეობა სტაბილურია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რეინჯერებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, მათ 3 პირის შეჩერება სცადეს, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, ბრაკონიერებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც რეინჯერების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მიმართულებით მინდინარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ნადირობას, ხოლო პროკურატურა დაჭრის ფაქტს იძიებს.
თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერსა და რეინჯერს შორის ორმხრვ სროლას გარემოს დაცვის მინისტრი ეხმაურება. "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" პირდაპირ ეთერში გიგლა აგულაშვილმა , შემთხვევის დეტალებზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ამასთან, მინისტრმა კანონდამრღვევ მოქალაქეებს მოუწოდა აკრძალულადგილას ნადირობისგან თავი შეიკაონ.