სპორტდარბაზების გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებაზეა დამოკიდებული - Palitra News

სპორტდარბაზების გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებაზეა დამოკიდებული

2020-06-08 14:51:19+04:00

ჯერჯერობით უცნობია როდის განახლებენ საქმიანობას სპორტული დარბაზები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სპორტდარბაზების გახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას.

მიმდინარე კვირაში ბიზნესომბუდსმენთან ერთად დაგეგმილია შეხვედრა სპორტდარბაზების მეპატრონეებთან, რათა გაირკვეს თუ რამდენად არიან ისინი მზად მოახდინონ ადაპტაცია მოთხოვნებთან.