ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან დღეს 11 წელი გავიდა. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ვანკუვერში, თამაშების ოფიციალურ გახსნაზე, რამდენიმე საათით ადრე სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.
ნოდარმა ერთ-ერთ მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი ციგიდან გადმოვარდნილი კონსტრუქციას შეეჯახა.
21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი უბედურების მიზეზად სპორტსმენის გამოუცდელობას ასახელებდნენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და აპროტესტებდნენ მოციგავის ოჯახის წევრები და ახლობლები. საბოლოოდ კი, საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.
პირველად არსებობის ისტორიაში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იწყებს 4 წლიან მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით Fia Rally Star, რომელსაც უერთდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"-ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის.
პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო იქნება ის პირველი, რომელიც ამ გრანდიზოულ პროექტ Fia Rally Star გახსნის.