რამდენიმე დღე რჩება სკი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში გაიმართება. ეტაპს საქართველო 26, 27 და 28 თებერვალს უმასპინძლებს და ეს განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი პირველად უმასპინძლებს.
სკი კროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 2 გოგო და 2 ბიჭი იქნება გუნდში. როგორც კლასიკურ სკი კროსში, აქაც 4 სპორტსმენი დაეშვება ერთდროულად. შეჯიბრება მოიცავს ესტაფეტის პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ერთი გუნდის წევრი ფინიშს არ გადაკვეთს, მეორე სტარტს ვერ აიღებს. ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება რადგან სათხილამურო ღონისძიებები მხოლოდ სკი ქროსის ეტაპით არ დასრულდება. ყველა ზემოთხსენებული ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.
2018 წლის გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც ბაკურიანში გაიმართება. საქართველო ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელსაც ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ხვდა წილად.