დღეს სმარტფონი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ჟურნალისტებისთვის მთავარი სამუშაო იარაღი - ფოტო და ვიდეო გადაღება, ხმის ჩაწერა, ტექსტის დაწერა და გაგზავნა, ახლა გადაცემა "ნიუსრუმს" რომ უყურებთ, ესეც სმარტფონების დამსახურებაა - როგორ უნდა ვიმუშაოთ სმარტფონით პროფესიონალურად? - დღეს გადაცემის სტუმრობენ გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის WDR-ის ჟურნალისტები კიოლნიდან - იენს ტერვორენი და არნდ ლორენცი. ისინი მობილურ ჟურნალისტიკასა და მსოფლიო მედიაში მის მომავალზე საუბრობენ.