აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენება დაუშვებელი ხდება, შესაძლოა, 5 წლით გადავადდეს.აღნიშნულს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს, რომლის თანახმადაც, ეს რეგულაცია 2019 წლის ნაცვლად, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, 2024 წლამდე გადავადდება ნორმა, რომლითაც ღვინისა და სპირტიანი სასმელის ეტიკეტებზე აღნიშვნა - “ქართული ბრენდი“ ნებადართულია, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებულ სპირტია.