მაილს მორალესის ადამიანი ობობა ახალი ფილმით ბრუნდება!
Spider-Man: Across the Spider-Verse — ასე ჰქვია მულტისამყაროში ადამიანი ობობას ახალ ანიმაციურ თავგადასავალს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილის პრემიერა 2022 წლის 7 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ნოვატორული ტაქტიკების გამოყენებით პირველი Spider-Verse-ის შექმნისას — კომპიუტერულად გენერირებული სურათებით და ხელით დახატული ანიმაციის შერწყმით, წინ ნამდვილად დასამახსოვრებელი სანახაობა გელით.
მაილს მორალესის პირველი ანიმაციური ფილმი სუპერგმირების შესახებ შექმნილ ნამუშევრებს შორის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შთამბეჭდავია. მან Sony-ს შემოსავლის სახით $375,5 მილიონი და საუკეთესო ანიმაციური ფილმების კატეგორიაში პირველი ოსკარი მოუტანა.