პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმმა დაიკავა. ამ დროისთვის ისინი ჭიჭინაძის, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩაზე არიან განლაგებულები.
აღსანიშნავია, რომ ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა ავტობუსიც ჩააყენა, რის გამოც ქუჩა, გადაკეტილია.
გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები ამ დროისთვის აღებულია. სპეცრაზმმა კარვები აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანის პარალელურად აიღო.
ამ დროისთვის რამდენიმე კარავი მხოლოდ ტროტუარებზე დგას.