სპეცოპერაციისას სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა - Palitra News

სპეცოპერაციისას სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

2017-11-22 11:10:04+04:00

სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ. სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.